ბორჯომის მერიის კულტურის განყოფილების უფროსად შალვა გოგოლაძე დაინიშნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა
დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსად
კონკურსის წესით შალვა გოგოლაძე დაინიშნა.
შალვა გოგოლაძე 2014-2022 წლებში მუშაობდა ბორჯომის თოჯინების
სახელმწიფო პროფესიულ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ხოლო,
2001-2015 წლებში იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი.
შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის
კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსა და თეატრის
სამსახიობო ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.