სამცხე-ჯავახეთში 6 თვეში წიაღის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში,
ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო
მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 22 ფაქტი, სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი, 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში;
სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში - 62, აჭარაში
- 32, მცხეთა-მთიანეთში - 24, ქვემო ქართლში - 21, გურიაში - 19, შიდა
ქართლში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც -
7.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში წიაღის
უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ
ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები
გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.