დღეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეა
დღეს, 4 ივლისს , ამერიკის
შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უკვე 246 წელია,
რაც ეს თარიღი აღინიშნება.
"დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის
დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ
დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და რომ
ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების
გაძლიერების გზები. დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა!"
- აღნიშნულია ამერიკის საელჩოს საქართველოში გავრცელებულ
განცხადებაში.