„შინ ევროპისკენ“ -აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება
დღეს, 3 ივლისს, პარლამენტთან აქცია
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით 20:00 საათზე გაიმართება.
აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24
ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა
მიიღეს.
ორგანიზატორების განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული
თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას
ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.
ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით
რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.
„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები
ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების
დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით
რუსთაველის გამზირზე!
იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი
პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს
მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით
იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ,
რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.