სეს-მ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა
სურსათის ეროვნული სააგენტოს
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ხორცისა და
ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.
სამ ობიექტს, კრიტიკული
შეუსაბამობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები,
ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი,
ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან:
შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების
წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და
ეტიკეტირების წესის დარღვევა);
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო
პროცესი.
ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას
N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის
მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე
ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა
საწარმოო პროცესი;
შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები
ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და
ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა
1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.