ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ-ცენტრის მოსწავლეებმა,
ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა 5 ივნისს გარემოს დაცვის
მსოფლიო დღეს,
პლატოს ტერიტორიაზე, სერაფიმ საროველის ტაძრის მიმდებარედ, ტრაგიკულად
გარდაცვლილი მეთორმეტეკლასელის ლუკა ლეკიაშვილის სახელზე 99 ძირი
ფიჭვის ნერგი დარგეს, მეასე ნერგი ლუკას სახელზე მესამე საჯარო
სკოლის ეზოში დარგეს.