გორის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე
გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით,
2022 წლის 7 ივნისის 00:00სთ-დან, 9
ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 9 ივნისის
00:00სთ-დან, 11 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის
მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.