ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
11:20 / 22.05.2022
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ფოტოკონკურსის
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები
დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნიკა მელიქიშვილმა დაიკავა ფოტოკადრით
„ირემი“
მეორე ადგილზე გავიდა პაატა ვარდანაშვილი ფოტოსურათით
„თოლიები ბათუმში“.
მესამე ადგილი კი, ნიკა ქერდიყოშვილმა მოიპოვა ფოტოთი „სალი
კლდის ჯარისკაცები”.
სოციალური ქსელის რჩეული გახდა ქეთი ზარანდიას ფოტოსურათი
„კუმურდოს უგუმბათო ტაძარი“.
„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი
უმდიდრესი რეგიონია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე,
ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატყეო სექტორის მდგრადი მართვის
ხელშეწყობაზე. ასეთი კონკურსები გარემოსდაცვითი თემების მიმართ კიდევ
უფრო მეტ ინტერესს აჩენს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში
გვეხმარება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტოკონკურსის
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” მიზანია, ველური ბუნების
ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი
მემკვიდრეობის - ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური
ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და
ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ
ფოტოგრაფებს. გამარჯვებულები, კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად,
პროფესიონალი ფოტოგრაფებით შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა
ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა
მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის
საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.