რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინაში, გასული დღე-ღამის
განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული
მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა დაახლოებით 27 400 ადამიანს
შეადგენს.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური
შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განადგურდა კიდევ 2 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და ოთხი
საარტილერიო სისტემა. ამასთან ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის ერთი
საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი ვერტმფრენი, ხუთი
ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი და 28 მანქანა.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე
ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1 220 ტანკი, 2 958 ჯავშანმანქანა, 555
საარტილერიო სისტემა, 195 ზალპური სარაკეტო სისტემა, 84 საჰაერო
თავდაცვის სისტემა, 200 თვითმფრინავი, 164 ვერტმფრენი, 2087
საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13
ერთეული გემი/კატერი, 416 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო
საფრენი აპარატი, 42 სპეცტექნიკა, 95 ფრთოსანი რაკეტა.