წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღი ბორჯომში კვირეულით აღინიშნა
18:14 / 12.05.2022
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღთან
დაკავშირებით, ბორჯომში კვირეული მოეწყო.
თავდაპირველად, წითელი ჯვრის მოხალისეებმა ტრენინგები ჩაატერეს
სკოლებში მოსწავლეებისთვის.
ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი ,,მანტია" შეუერთდა წითელი ჯვრის
დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. მონაწილეებმა ასფალტზე ხატვით
მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატეს ორგანიზაციისადმი და ერთად
სიკეთის კეთების სურვილით გაერთიანდნენ.
წითელი ჯვრის დაარსებასა და მის ისტორიასთან დაკავშირებით გაიმართა
პრეზენტაცია.
ბორჯომის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კი ბორჯომის ფილიალმა 2021
წლის საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას გააცნო. აქტიური მოხალისეები
კი სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.