დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს
ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.
ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მინისტრი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც
დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.