ახალქალაქში ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
4 მაისს, ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე
მომხდარი ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი
ადამიანი კი დაშავდა. დამწვარია მსუბუქი ავტომობილი. ამის შესახებ
ინფორმაციას Jnews - ავრცელებს.
"ღამის 1:00 საათისთვის სასწრაფო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე
სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მანქანას უკვე ცეცხლი
გაუჩნდა და ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები
უკვე მანქანიდან იყვნენ გადმოსული" - აცხადებენ jnews - ში.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო
შემთხვევის მიზეზი.