ახალი ამბები
ჭობისხევის სკოლის ეზოში მწვანე კუთხე მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭობისხევის საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა სკოლის ეზო
გაამწვანეს და კედელი მოხატეს.
ეკო კლუბი „შეუპოვრები“ ჩართულია ნიკო კეცხოველის ახალგაზრდულ
გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში. პროექტი ტყის მდგრადი მართვა
საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური
მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის მთავარი ფასეულობებია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება
გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა. მიზანია მოსწავლეებს
მიაწოდონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და
დაანახონ საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები
ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. ჩატარდა
აქციები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კლუბის
წევრები ერთვებიან ონლაინ ტრენინგებსა და ვებინარებში. მოსწავლეები
იმყოფებოდნენ ბულაჩაურის ბანაკში.
კონკურსის ფარგლებში „გაამწვანე სკოლის ეზო დაასუფთავე გარემო“
მოსწავლეებს უწევთ თანამშრომლობა სხვადასხვა უწყების
წარმომადგენლებთან.
„ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან
თანამშრომლობა, რომელმაც სკოლის მიმდებარედ არსებული კედლის მოხატვა
დაგვაფინანსა და შეგვიძინა საღებავები, საყვავილეები მწვანე კუთხის
მოსაწყობად“-აცხადებს ია ქოზაშვილი. ეკო კლუბის ხელმძღვანელი.
გააზიარეთ :