ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო
შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა,
რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი
მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: guria.tv