ახალი ამბები
ბავშვებში რესპირატორული ვირუსი გააქტიურდა
2 წლამდე ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გააქტიურდა. აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 78 ბავშვი მოთავსდა, - განაცხადა თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.

როგორც ის განმარტავს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გააქტიურება ყველაზე არასასურველია, რაც ამ პანდემიას მოჰყვა. ვირუსს ახასიათებს ბრონქების ანთება, შეტევითი ხასიათის ხველა, სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, სახის ფერის ცვლილება, შესაძლოა, ბავშვებს ტუჩის არეში ლურჯი შეფერილობა აღენიშნებოდეთ. ამ და სხვა სიმპტომების შემთხვევაში ბავშვი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

„რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი რესპირაციული ვირუსების განსაკუთრებული სახეა, რომელიც ძირითადად წვრილ ბრონქიოლებს აზიანებს. ეს დაავადება ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, ბრონქიოლიტი ჰქვია და პოტენციურად საშიში დაავადებაა. ეს ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, სახის ფერის შეცვლით, შესაძლოა, ბავშვს ტუჩის არეში ლურჯი ფერი ჰქონდეს. ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად. ამ ტერმინს მაშინ ვიყენებთ, როდესაც დედა ხედავს, რომ შვილის სუნთქვის დროს მთელი გულ-მკერდი მონაწილეობს. ჩვეულებრივ, ბავშვებში ვერ ხედავთ როგორ სუნთქავს ბავშვი, სუნთქვა ზედაპირულია, სუნთქვისთვის ძალა არ არის გამოყენებული. თუ ვითარდება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ბავშვს ძალიან უჭირს სუნთქვა. თუ ბავშვს გახშირებული, გაღრმავებული, ხმაურიანი სუნთქვა აქვს და გულ-მკერდის ჩადრეკვას ხედავთ, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობას, დაუყოვნებლივ მიიყვანეთ ბავშვი საავადმყოფოში. ეს უკვე სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანების მაჩვენებელია. სავალდებულო არ არის მაღალი ტემპერატურა იყოს, როგორც წესი ეს ვირუსი 2-3 დღიანი პერიოდით იწყება, როდესაც ბავშვს ცხვირიდან გამონადენი აქვს. შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა და ხველა, შემდეგ კი უეცრად ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, ეს ხველა გრძელდება რამდენიმე წუთი, პაუზის გარეშე, ეს შესაძლოა, რამდენჯერმე განვითარდეს.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გააქტიურება ყველაზე არასასურველია, რაც ამ პანდემიას მოჰყვა. პირველი იანვრიდან დღემდე, მარტო ჩვენთან ჰოსპიტალიზირებული და დიაგნოზირებულია 78 ბავშვი. ეს არ ნიშნავს, რომ მეტი ბავშვი არ არის. 78 ძალიან მაღალი ციფრია, 2021-2022 წლის სეზონზე ყველაზე მეტად აქტიური ვირუსია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი.
ბავშვების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მათ სჭირდებათ ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, ინტრავენური გადასხმა, ვინაიდან სუნთვის გაძნელების ხარჯზე სითხეს კარგავენ. ეს არ ნიშნავს, რომ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ნიშნების არსებობის დროს ბავშვი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს კლინიკაში გადაყვანილი“,
- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

წყარო: ipn.ge.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.