სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის
ჯარისკაცი, ჯონი ახალაია, გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ხობის
მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს მკვიდრია.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს
ჭრილობა მიყენებული. როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ საჯიჯაოში
თამარ კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, კაცი გარდაცვლილი 17
აპრილს ბაზაზე იპოვეს. რა მოხდა - დეტალები მისთვის
უცნობია.
წყარო:www.radiotavisupleba.ge