ახალი ამბები
დვირის საბავშვო ბაღში უკრაინაში მცხოვრები სერგო ხაჭაპურაძე ჩაირიცხა
უკრაინის მოქალაქე, 5 წლის სერგო
ხაჭაპურაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საბავშვო ბაღში
ჩაირიცხა.
პატარა სერგოს, საბავშვო ბაღში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ბაღის
აღსაზრდელები ქართული და უკრაინული მუსიკალური ნომრებით წარდგნენ
სტუმრების წინაშე.
პატარა აღსაზრდელი დედასთან, ვალერია კოზიშკაიასთან ერთად ბორჯომში
ხარკოვიდან ჩამოვიდა. ბავშვის მამა ვანო ხაჭაპურაძე ბორჯომელია და
ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვი
დედამ ორ დასთან ერთად საქართველოში ჩამოიყვანა.
გააზიარეთ :