ნატო არ აღიარებს „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას
ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ კვირას
ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას.
ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს,
ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური
წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ
კოლომინა.
მისი განცხადებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში.