ახალი ამბები
უკრაინელი ილია სიმონენკო ბორჯომის N4 საბავშვო ბაღში ჩაირიცხა
უკრაინის მოქალაქე, ილია სიმონენკო
სააღმზრდელო პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის N4 საბავშვო ბაღში
შეუერთდა.
5 წლის ილიას საბავშვო ბაღში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ბაღის
აღსაზრდელებმა ქართული და უკრაინული მუსიკალური ნომრები
შეასრულეს.
როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის
დირექტორმა“ ნინო ბენდელიანმა განაცხადა:
,,ილია, დედასთან მარინა შავიძე- სიმონენკოსთან ერთად, ბორჯომში
კიევიდან ჩამოვიდა. ბავშვის დედა წარმოშობით ბორჯომიდან არის და
ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვი
დედამ საქართველოში ჩამოიყვანა”.
გააზიარეთ :