ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი
სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ90-კმ112
მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის
გადაადგილება აღდგენილია.
ამავე მონაკვეთზე, ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ
ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული
ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.