21 მარტს დაუნის სინდრომის
მსოფლიო დღე აღინიშნება.
ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით
ერთიანდება.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს
დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია
ეწოდება.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით,
„უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი
სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
▪დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
▪დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ
ადამიანს.
▪დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
▪დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
▪დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის
მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს
სინდრომი.