ახალი ამბები
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" წინააღმდეგ გამართული აქცია ხმაურის ფონზე მიდინარეობს
ახალციხეში "კონსერვატიული
მოძრაობის" წინააღმდეგ გამართული აქცია ხმაურის ფონზე
მიდინარეობს.
ორ მხარედ გაყოფილი ადგილობრივები
ერთმანეთს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ. პარტიის ოფისთან,
ადგილობრივი ნიკოლოზ ბეგიშვილის ორგანიზებით გამართულ აქციაზე,
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"კონსერვატიული მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები აქციის წევრებს
სახლში წასვლისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც სიტუაციის
განმუხტვას ცდილობენ.
ნიკოლოზ ბეგიშვილმა აქცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში
დააანონსა. მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ პარტიის წევრები
საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ჟურნალისტებს ემუქრებიან.
წყარო: tv9news.ge
გააზიარეთ :