ახალი ამბები
"ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ ქვეყნებს, შეუერთნენ სანქციებს" - გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქრინშმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან რუსეთის მიმართ სანქციების ფორმებზე დისკუსია მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე თქვა, რომ ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ ქვეყნებს, რომ შეუერთნენ სანქციებს.

"ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ ქვეყნებს რომ შეუერთნენ სანქციებს, რაც საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს იმას თუ, რა უნდა გააკეთოს, ან რისი გაკეთება შეუძლიათ. ეს არის დისკუსიის საგანი, რაც გვაქვს საქარველოს მთავრობასთან. იმედი მაქვს ეს დისკუსია წინ წაიწევს და შედეგები მომდევნო დღეებში გვეცოდინება", - თქვა ჰუბერტ ქრინშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი და გერმანია მზად არიან ხელი შეუწყონ ქართული პროდუქტის ექსპორტს ევროპაში:

"ეს ომი არის გამძლეობის ტესტი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე არამედ ეკონომიკაშიც. საზოგადოების მედეგობა ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ქართულმა ბიზნეს სექტორმა ბევრი იცის ამ ვითარებაზე, მათ იციან რისკების შესახებ რაც ელოდებათ და მსჯელობენ როგორ შეამცირონ ეს რისკები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა ამ პროცესში.

ერთი მიმართულება არის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოება რომ განვახორციელოთ მეტი ქართული პროდუქტის ექსპორტი. ახლა არის დრო რომ მხარი დავუჭიროთ და გავზარდოთ ეკონომიკური და ბიზნესკავშირები, ევროკავშირი და გერმანია არიან მზად ხელი შეუწყონ ამ წინსვლას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წელს ემბარგო დაადო ქართულ ღვინოს, გაიზარდა ღვინის ექსპორტი ევროპაში და ეს მოდელი უნდა გავიმეოროთ სხვა დარგებშიც".


16 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.

"ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს", - თქვა მან ბრიფინგზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.