ბაკურიანში სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება (R)
2022 წლის 26 აპრილს, დაბა
ბაკურიანში, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის
განაშენიანების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.
განხილვა ჩატარდება შემდეგ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ქ. N5-ში
(კინოთეატრი).
საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა 13:00 საათი.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და
მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ
პირს.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება განაშენიანების გეგმის
პროექტთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია.
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის
შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
2022 წლის 18 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
ქალაქ თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12 ან ელექტრონული ფოსტის
მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it