საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 14
მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას
მიმართავს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის
მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და
პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ.