უკრაინა 2.7 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
ინფორმაციით, უკრაინა ამ დრომდე 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა.
ფილიპო გრანდის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან
გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც
უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.
უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს : უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას,
რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს.