რუსეთში „ინსტაგრამი“ გაითიშა
რუსეთში „ინსტაგრამი“ აღარ მუშაობს.
მას შემდეგ გაითიშა, რაც მისმა მფლობელმა „მეტამ” განაცხადა, რომ არ
აკრძალავს მომხმარებელთა იმ შეტყობინებებს,
რომლებიც რუსული ჯარების და
ლიდერების სიკვდილს ეხება.
ამის გამო, კრემლს „მეტას“ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაც
სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის დახურავს
ამერიკულ ფოტოგაზიარების პლატფორმას, რომელსაც 80 მილიონი რუსი
მომხმარებელი ჰყავს.
მარეგულირებელმა უწყებამ „ინსტაგრამის“ რუს მომხმარებლებს ისიც ურჩია,
რომ საკუთარი კონტენტი სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ერთ-ერთ
„კონკურენტულ“ პლატფორმაზე გადაიტანონ.
„ინსტაგრამი“ რუსეთში 14 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე
დაიბლოკა.