"რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანების მასობრივ შემოსვლაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა,,-სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოში
რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციას, რაზეც სოციალურ ქსელებში წერენ მოქალაქეები
და საუბრობენ ოპოზიციონერი ლიდერები.
"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის
ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ.
არსებობის შესახებ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული
უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ
რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე
შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას
გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა
პირი", - აცხადებენ სუსში.