ახალი ამბები
ამერიკა, რუსეთს და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთსა და ბელარუსს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მიზანი რუსეთის თავდაცვის სექტორისა და სამხედრო ძალების დასუსტებაა, ამიტომ აშშ-ის მთავარი სამიზნე რუსეთის სიმდიდრის მთავარი წყაროები გახდნენ. გარდა ამისა, ამერიკა რუსულ ავიახაზებს აშშ-ის საჰაერო სივრცეს უკეტავს.


სანქციების ახალი პაკეტი:


შეზღუდვები რუსეთსა და ბელარუსში ტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტზე - აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ექსპორტის კონტროლზე რუსეთსა და ბელარუსს სასტიკ სანქციებს დაუწესებს. ამ ნაბიჯით შეიზღუდება ნივთების, ტექნოლოგიების გავრცელება ბელარუსსა და რუსეთში, რაც საგრძნობლად შეამცირებს ორივე ქვეყნის უნარებს, განაგრძონ სამხედრო აგრესია და შეუზღუდავს მათ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის საჭირო მასალებზე წვდომას. ასევე ზოგადად შესუსტდება მათი ძალები, რაც რეგიონულ სტაბილურობასა საფრთხეს უქმნის და სამყაროს მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც უქმნის.


რუსული თავდაცვის ერთეულების სრული დაბლოკვა: სახელმწიფო დეპარტამენტი ხისტ სანქციებს დაუწესებს რუსეთის თავდაცვის სექტორს, რათა უფრო მეტად შეზღუდოს პუტინის ომის მანქანა. ამ ქმედებით რუსულ აღჭურვილობის შემქმნელ კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები ექნებათ. ჯამში სანქციები ეხება 22 რუსული თავდაცვასთან დაკავშირებული დაწესებულებას, მათ შორის საბრძოლო ხომალდების ელექტრონული საბრძოლო სისტემების, რაკეტებისა და საჰაერო ხომალდების მწარმოებლებს.

ექსპორტის კონტროლი ნავთობის მოპოვებაზე - ეს ის მთავარი ფინანსური წყაროა, რაც რუსულ ჯარს ეხმარება. ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დანადგარებზე ექსპორტის კონტროლით ვაჭრობის დეპარტამენტი ტექნოლოგიების ექსპორტზეც დააწესებს შეზღუდვებს, რაც რუსეთის მოპოვების შესაძლებლობებს გრძელვადიანად ეხმარება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად არ აქვს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვის იინტერესე არ აქვს, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ რუსეთის, როგორც მთავარი ენერგო მომწოდებლის სტატუსის დასუსტება სურთ. ეს სანქციები კი ამ მიზანს ემსახურება და იმავდროულად დაიცავს ამერიკელ მომხმარებლებს.


შეზღუდვები რუსული და ბელარუსული ჯარების მხარდამჭერი ერთეულებს - ვაჭრობის დეპარტამენტი ადგენს იმ დაწესებულებების სიას, რომლებიც ჩართული იყვნენ ან რამენაირად მხარს უჭერდნენ რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებას, ჯარს, თავდაცვის და/ან სამხედრო და თავდაცვის კვლევასა და განვითარებას. ამ ნაბიჯებით დავრწმუნდებით, რომ სამხედრო ისევე როგორც საჰაერო, საზღვაო და მაღალი ტექნოლოგიების სექტორები არ ფლობენ ამერიკულ ტექნოლოგიებს, რაც რუსეთს შესაძლოა დაეხმაროს.


რუსულ ავიაციას ეკრძალება აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლა და გამოყენება. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა რომ ამერიკა ყველა რუსულ რეისს დაუხურავს საჰაერო სივრცეს, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული გახდება და დამატებითი წნეხი დაეკისრება მის ეკონომიკას. აღნიშნული ვრცელდება ყველა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.