„ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“- ბორჯომის მერია (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
მერია ეხმაურება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას,
თითქოს წაღვერში მდებარე
მინერალური წყლების ჭაბურღილები ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის
მოქალაქეებზე გაასხვისა და მოსახლეობას ახლა ამ წყლებით სარგებლობის
უფლება აღარ აქვს.
ბორჯომის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს,
რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას რადგან წაღვერში მდებარე მინერალური
წყლების ჭაბურღილები, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ
(მაშინდელმა გარემოს დაცვის სამინისტრომ) აუქციონის წესით 25 წლიანი
იჯარით მოქალაქე რ. ნ. -ზე გაასხვისა, რომელმაც 2015 წელს 50 ათას
ამერიკულ დოლარად გადასცა შპს ,,წაღვერს", რომლის ახალი მფლობელები
გეგმავენ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან, სატესტო რეჟიმში ქარხანაში
მოხდეს მინერალური წლების ჩამოსხმა. მინერალური წყლის ქარხანაში
ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მოქალაქეებს და ტურისტებს ამ წყლებით
სარგებლობა აღარ შეეძლებათ არის ტყუილი, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე
ამომავალი წყლების ნაწილით სარგებლობის უფლება აქვს კომპანიას, ხოლო
დარჩენილი ლიმიტის ათვისება მოსახლეობას შეუძლია.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სიუჟტეშია მოყვანილი არის შემოღობილი
ტერიტორიები, რომელიც თითქოსდა იმისთვის გააკეთეს, რომ მოქალქეებმა
ვერ ისარგებლონ წყლით, სინამდვილეში კი კერძო ბიზნესს კანონი
ავალდებულებს, რომ მიმდებარედ შვიდი მეტრის რადიუსში გაკეთდეს ღობე
რადგან დაცული იქნეს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.