ფარავნის უღელტეხილზე ნაწილობრივ შეზღუდვებია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი),
ქარბუქის საშიშროების გამო, ყოველდღე
20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის
დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.