ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის
გადაადგილება აღდგენილია. ამასთან, ამავე მონაკვეთზე, ქარის და
ნამქერის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების
მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.