დღეიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა
დღეიდან, 1 თებერვლიდან, თბილისში
ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით - ავტობუსით, მიკროავტობუსით და
მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა.
მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ ვადიანი ბარათებით. 1-თვიანი ბარათი
40 ლარი ღირს, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 და 1-წლიანი - 250
ლარი.
ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში, ისევ მოქმედია მგზავრობის ბარათი
„მეტრომანი“ და „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ ბარათები.
თუმცა, 90 წუთის განმავლობაში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად 1
ლარია.
ძალაში რჩება ყველა საშეღავათო ბარათიც, რომლის მფლობელები, მაგალითად
პენსიონერები, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ და მათთვის არაფერი
იცვლება.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს
ინფორმაციით, მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე
დარჩა, არ გაიაფდა.