ხაშურიდან ახალქალაქამდე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
საერთაშორისო მნიშვნელობის
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და
ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო
გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.