მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც დიდი გამოწვევაა - იუსტიციის მინისტრი
საკუთრების აღიარებული და
უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა
საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი
მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის
შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის
ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი
გამოწვევაა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა
საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის
მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
„ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024
წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ
სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული
ადამიანის საკუთრების უფლება“, – განაცხადა რატი
ბრეგაძემ.