ახალი ამბები
"ლექსოს პრემია" - ტელეკომპანია ბორჯომის სტატია გამარჯვებულია
ტელეკომპანია "ბორჯომის" სტატიამ
"ლექსოს პრემია" მოიპოვა.
ჟურნალისტმა ნინო ვართაპეტიანმა
სტატია ბავშვებზე, კოვიდ პანდემიის გავლენაზე მოამზადა.
"დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - პანდემიის გავლენა ბავშვების
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე".
"ლექსოს პრემია" თბილისის ადამიანის უფლებების სახლმა დააწესა და
გამარჯვებულები დღეს დასახელდნენ.
საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვის რადიო თავისუფლების ჟურნალისტები
თორნიკე მანდარია და დათო ქორიძე დაჯილდოვდნენ, ვიდეორეპორტაჟისთვის
"ცრურწმენა და სიამაყე"
ადამიანის უფლებათა სახლმა „ლექსოს პრემია მედია
პროფესიონალებისთვის“, საქართველოში უფლებადამცველი მედიის
მხარდაჭერის, შენარჩუნების და მისი შემდგომი განვითარების მიზნით
დააწესა.
,,ლექსოს პრემია" ორგანიზებულია ,,ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის"
ფინანსური მხარდაჭერით.
გააზიარეთ :