რომელ ავტომობილებზე გახდება კატალიზატორის ქონა სავალდებულო 2022 წლიდან
2022 წლიდან გამონაბოლქვის კონტროლის
სტანდარტი უნდა გამკაცრებულიყო. თუმცა ცვლილება გადავადდა. ტექნიკური
ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი მიზეზად
ავტოპარკის შესწავლას ასახელებს.
მისი თქმით, რომ არა რეგლამენტის ცვლილება, ავტომობილების 50%-ზე მეტი
დახარვეზდებოდა.
„რეგლამენტში ჩადებული იყო, რომ 2022 წლიდან უნდა გამკაცრებულიყო
გამონაბოლქვის კონტროლის ნორმები. რეალურად, დღევანდელი ინფორმაციით,
გამონაბოლქვის ნაწილში მომავალი წლიდან არ იცვლება არაფერი. Co-ს
ნაწილში ნორმა რჩება იგივე. მძღოლები მინდა დავამშვიდო,
კატალიზატორის ვალდებულება მომავალ წელს არ ამოქმედდება. ნორმა
შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას
გაივლიან 1-ლი იანვრიდან. ანუ, თუ შემოგვყავს ახალი ავტომობილი,
მხოლოდ მას მოეთხოვება კატალიზური გარდამქმნელის
სავალდებულოობა.
ცვლილებებით, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გამკაცრებულიყო CO-ს
სტანდარტი. თუმცა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პარკის დაახლოებით 50%-ზე
მეტი დახარვეზდებოდა, სავარაუდოდ ამას გაუწია ანგარიში ხელისუფლებამ
და ნორმა გადაიდო მინიმუმ 1 წლით, ანუ არსებულ ავტო პარკს 2022 წელს
არაფერი შეეხება. წლების მიხედვით ნორმების გამკაცრება გათვლილია და
საბოლოოდ, მივალთ ევროპულ ნორმამდე. რეალობა ასეთია, ეკოლოგიური
მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
ემისიების დიდი წილი, დაახლოებით 70% ავტომობილების გამონაბოლქვზე
მოდის, თუ გვინდა, რომ ეს შემცირდეს ეტაპობრივად სტანდარტი უნდა
გამკაცრდეს. ასეც არის გაწერილი და ალბათ, 2025 წლისთვის მივალთ ამ
გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
წყარო: BPN