ბორჯომის სახანძრო-სამაშველო ძალებს ორი "კვადროციკლი" გადაეცა
10:28 / 12.11.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტის
ორი ერთეული ყველგანმავალი „კვადროციკლი“ გადაეცა.ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის
მეხანძრე-მაშველთა მობილურობას და ეფექტიანობას ტყის ხანძრის ქრობის
სამუშაოების დროს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ბორჯომის სამმართელოს
მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკის გასაღები შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოში ესტონეთის
ელჩმა რიინა კალიურანდმა გადასცეს.
ყველგანმავლები, მეხანძრე-მაშველებს, ბორჯომის განვითარების ჯგუფისა
და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი პროექტის
ფარგლებში გადაეცათ. აღნიშნული პროექტი ბორჯომის განვითარების ჯგუფსა
და ესტონეთის მოხალისე მაშველთა ასოციაციაზე გაცემული გრანტის
ფარგლებში ევროკაშირმა დააფინანსა და მიზნად ისახავს ბორჯომის
მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების პრევენციის და მათზე რეაგირების
ეფექტიანობის გაზრდას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.