პატრიარქის წერილი მიხეილ სააკაშვილს
რუსთავის ციხესთან მისულმა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილთან კიდევ ერთხელ
მივიდა, რათა წერილი აქვს გადასაცემი.
მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ
პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.
"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას
შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო
მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ
შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ვერ სთხოვს
მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება ქვეყნის
პრეზიდენტს ეკუთვნის.