დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან
დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დილის 10
საათიდან დაიწყო.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13
ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს,
13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.