ახალი ამბები
სოფელ დგვარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა
სოფელ დგვარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა და საფრთხე მეზობელს შეუქმნა. ჩამოშლილი ლოდები და ფანჯარა მიმდებარედ მცხოვრები ოჯახის ბაღში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. მეზობელი Borjomi.tv-თან საუბრისას განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი მოძველებული იყო, ადგილზე არავინ ცხოვრობდა და ნელ-ნელა იშლებოდა. მარიკა როდინა შიშობს, რომ სახლი შესაძლოა მთლიანად ჩამოიშალოს და ის და მისი შვილი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

"კიტრს ვკრეფდი, რომ ლოდები და ფანჯარა ჩამოვარდა ჩვენს ბაღში. ბავშვი ბეწვზე გადამირჩა. ძალიან მეშინია, იმ სახლში აღარავინ ცხოვრობს, გადასულები არიან ბორჯომში. წეღან კი იყვნენ მოსულები, მაგრამ მაღლა ვეღარ ავიდნენ, შეეშინდათ არ ჩამოიშალოსო. მეც ძალიან ვნერვიულობ, რამე რომ მოხდეს და სახლი მთლიანად ჩამოიშალოს, რა ვქნა ბავშვთან ერთად. წეღან კიდევ პატარა ქვა ჩამოვარდა და ბავშვს ისე შეეშინდა, რომ ატირდა. ჩვენი სოფლის რწმუნებულს და დეპუტატს დავუკავშირდი, ვნახოთ რას იზამენ, ჯერ არავინ მოსულა და საღამომდე კიდევ რა იქნება ღმერთმა იცის" - ამბობს სოფელ დგვარში მცხოვრები მარიკა როდინა.

შეგახსენებთ, სოფელი დგვარი მეწყერსაშიში ზონაა. აქ სახლებზე ბზარების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. დგვარელები ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან.


ამავე თემაზე:  მცოცავი მიწით ჩამოშლილი ყოფა

მეწყერულ ზონაში არსებული სოფელი დგვარი, ცხოვრება მუდმივ შიშში და ხელისუფლების პასუხი დგვარელებს


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„რამე აქციები ხომ არ არის,
დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ
მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა.
14:28 / 27.11.2024
„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
13:38 / 27.11.2024
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რიგით მეექვსე
პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი
საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს,
09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
10:47 / 27.11.2024
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
09:28 / 27.11.2024
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.