ახალი ამბები
"მოსახლეობას მოვუწოდებ, რეკომენდაციები დაიცვას" - ამირან გამყრელიძე
"15 მაისამდე Covid 19-ით ინფექციაზე დღეში 1 500-დან 1 700-მდე კვლევის, ხოლო 15 მაისის შემდგომ 2000-დან 2 500-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე PCR ტექნოლოგიით კვლევას 12 ლაბორატორია აწარმოებს და კიდევ 3-ის დამატება იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, როდესაც შეზღუდვების შერბილება ხდება, აუცილებელია, რომ საზოგადოებისთვის PCR კვლევები უფრო ხელმისაწვდომი იყოს. „ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების გაფართოების საკითხი. ძირითადი აქცენტი მოლეკულურ კვლევებზეა. დღეს ჩვენ გვქონდა პიკი - ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში ჩატარდა 1 096 კვლევა. კვლევებში 5 ლაბორატორიიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით და იქითა კვირიდან კიდევ 3-ის დამატებაა გათვალისწინებული. გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე დღიურად 1 500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. 15 მაისის შემდგომ უკვე 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას ვაპირებთ . როდესაც შეზღუდვითი ღონიძიებების შემსუბუქება ხდება, აუცილებელია, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევაზე. ასევე მეორე მხრივ, აუცილებელია ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა. აი, ამ მიმართულებით მიდის ახლა ქვეყანა. ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, რაც სახელმწიფომ, საზოგადოებამ - ყველამ ერთად გაატარა, მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ჯერჯერობით ისევ დუნედ იზრდება, ანუ არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ.

„ყველა ქვეყნისთვის შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა გახლავთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირები და მოსახლეობას მოვუწოდებ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დავიცვათ. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზანებით გამოვა“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„რამე აქციები ხომ არ არის,
დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ
მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა.
14:28 / 27.11.2024
„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
13:38 / 27.11.2024
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რიგით მეექვსე
პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი
საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს,
09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
10:47 / 27.11.2024
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
09:28 / 27.11.2024
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.