თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი
დაუდასტურდა. როგორც კლინიკის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი
ანა მამრიკაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, მასთან კონტაქტში მყოფი
პირები ახლა კარანტინში არიან.
„ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ვისაც, მასთან უშუალო კონტაქტი
ჰქონდა ახლა საკარანტინო სივრცეში არიან. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს
დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი“
-განაცხადა მამრიკაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკაში კარანტინი ეპიდემიოლოგიურმა სურათმა
განაპირობა.
„ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა. ვინაიდან, ერთ-ერთი
თანამშრომელი არის დაინფიცირებული“-განაცხადა მამრიკაშვილმა.