ახალი ამბები
რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი „პლაქველინი“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატი „პლაქველინი“ პაციენტების კლინიკური სურათის მიხედვით ინიშნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრეპარატის გამოყენების კლინიკური შედეგი სახეზეა.

„რაც შეეხება პლაქველინოთერაპიას, მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ ბატონ თენგიზთან (თენგიზ ცერცვაძე) ერთად, ჩადებული გვაქვს „პლაქველინის“ თერაპია. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ კლინიკურად უნდა დავნიშნოთ, „პლაქველინი“ ინიშნება.

რაც შეეხება შედეგს, კლინიკური შედეგი ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს. მას თავისი კლინიკური ჩვენება გააჩნია, რომელ დღეს, რომელ სტადიაზე, რა დოზით და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ. მოგეხსენებათ, ერთი თვეც კი არ არის, რაც ჩვენმა კლინიკამ COVID19-ის ინფექციასთან ბრძოლა დაიწყო და ეს სტანდარტული თერაპია დაწყებული გვაქვს. სტატისტიკა გადაგზავნილი გვაქვს. რამდენიმე დღეში პასუხს ველოდებით და ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, იანვარში კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით შემოიტანა.

„პირადად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაზე ვაგებ პასუხს. რადგანაც პანდემია გამოცხადდა, იცით, რომ 31 დეკემბერს პირველად აღმოაჩინეს და ამის შემდეგ თვალყურს ვადევნებდით ინფექციასთან ბრძოლას. იანვრის თვეში ჩვენმა კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით შემოიტანა“, - აცხადებს რატიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.