ახალი ამბები
„სახელმწიფო ბიზნესს თავდებად დაუდგება - ნათია თურნავა
„სახელმწიფო ბიზნესს დაუდგება თავდებად, რომ უფრო მარტივად მოიზიდოს დაფინანსება“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებები, თუმცა უკვე დაწყებულია მზადება პოსტ-კრიზისული ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიისთვის.

„პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიაზე. მან უკვე გასცა ბრძაბანება, შესაბამისად, მე და ჩემი კოლეგები, ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ ბიზნესის სტიმულირების სტრატეგიაზე. რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ეს არის პოსტ-კრიზისული სტრატეგია, ანუ კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებები, მაგრამ უკვე დავიწყეთ მზადება პოსტ-კრიზისული ბიზნესის სტიმულირების სტატეგიისთვის. ამას აზრი ექნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანგებო ვითარება.

როდესაც ჩვენ შეგნებულად ვამცირებთ მობილობას და ბიზნეს აქტივობას, შემდეგ უნდა ვიყოთ მზად, ამ სტრატეგიის კვალობაზე დავეხმაროთ ბიზნესს, რომ ამოიქოქოს. მე ახლა უფრო მეტ დეტალს ვერ გაგანდობთ, რადგან ეს დოკუმენტი შემუშავების პროცესშია, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული მექანიზმები და ამის გაფართოვებაზე იქნება საუბარი. ჩვენ დღემდეც გვქონდა „აწარმოე საქრათველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხების სუფსიდირების მექანიზმი და ის უფრო გაფართოვდება. ასევე, საკრედიტო-საგანტიო თემა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ ბიზნესს უდგება თავდებად, რომ საფინანსო ინსტიტუტებიდან უფრო მარტივად მოიზიდოს დაფინანსება. დღეს ეს პრობლემაა, რადგან ბანკები გაურბიან სარისკო სესხებს, ასევე, ბიზნესებს უჭირს საბრუნავი სახსრებისთვის ფინანსების მოზიდვა, რაც პრობლემას ქმნის ხელფასების გაცემისას. შესაბამისად, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საბრუნავი სახსრების მოძიებაში პრობლემა არ ჰქონდეს ბიზნესებს, რათა შემდეგ არ იყოს შეფერხება ხელფასების გაცემაში და შენარჩუდნეს დასაქმება. ამისთვის უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული საკრედიტო-საგანატიო მექანიზმი, როდესაც სახელმწიფო ბიზნესს უდგება გვერდში, რომ დაფინანსება იყოს უფრო ხელმისაწვდომი. ამასთანავე, იარსებებს სხვა მექნიზმები და პროგრამებიც. აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი წარმოების აღორძინებაზე და გაძლიერებაზე.

კიდევ ერთი მიმართულება იქნება ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. ანუ, ჩვენ ვპოზიციონირებდით იმით, რომ ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ღია პლატფორმა ვართ ინვესტორებისთვის. ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ, რადგან რასაც ახლა ჩვენ გლობალურად ვუყურებთ, ტენდენცია იქმნება, რომ მოხდეს უფრო მეტი დეცენტრალიზაცია მსოფლიო სამრეწველო ჰაბების. მაგალითად, თუ ადრე ჩინეთი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი სამრეწველო ჰაბი, უფრო მეტი დივერსიფიკაცია და დეცენტალიზაცია მოხდება. საქართველო მზად უნდა დახვდეს ამას და ალტერნატიული, სამრეწველო, ინდუსტრიული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს, რათა უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენთან“- განაცხადა ნათია თურნავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„რამე აქციები ხომ არ არის,
დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ
მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა.
14:28 / 27.11.2024
„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
13:38 / 27.11.2024
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რიგით მეექვსე
პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი
საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს,
09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
10:47 / 27.11.2024
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
09:28 / 27.11.2024
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.