ახალი ამბები
ახალციხის ბაზარი და სურსათის ეროვნული საგენტოს რეკომენდაციები

დღეს, ახალციხის ბაზარში მუშაობა სურსათის, შხამქიმიკატებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექციებმა განაახლა. ბაზარში უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგს ახალციხის მერია უწევს.


ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის დირექციის გადაწყვეტილებით, ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა მთლიანად აიკრძალა.

მუშაობენ მხოლოდ შენობის შიგნით განთავსებული მოვაჭრეები და მაღაზიები, სადაც შესვლა ასევე სამი კაცის რეგულაციის დაცვით ხდება.

ახალციხის მუნიციპლიტეტში, ამ დროისათვის, მხოლოდ ეს ერთი ბაზარი ფუნქციონირებს. აღნიშნული ბაზარი 29 მარტს ხალხმრავლობის ნორმების დაუცველობის გამო 15 000 ლარით დაჯარიმდა, 4-5 აპრილს კი სადეზინფექციო სამუშაოებისთვის დაიხურა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, ბაზრის ფუნქციონირების გაგრძელების, ისევე როგორც სხვა ბაზრების ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება, ვითარების შესაბამისად, რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იქნება მიღებული.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ,დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები გაავრცელა.

"ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება, დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა. ამასთან, უნდა უზრუნველოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.

ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (COVID-19)ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით.

ვალდებულებებს შორისაა შემდეგი მოთხოვნებიც: ბიზნესოპერატორებმა სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა. არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით.

ამასთან, მყიდველი ვალდებულია აგრარულ ბაზარში სურსათს შეეხოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით, ასევე, ვალდებულია აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს და გამოვიდეს მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით და დაიცვას სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მეტრი მანძილისა. რეკომენდაციის თანახმად, მყიდველმა დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფაროს სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი, ასევე გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსოს შესაბამის ურნაში/კონტეინერში.

ცალკეა განსაზღვრული აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულებები. კერძოდ, მოვაჭრეების ვალდებულებაა მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს, არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო ადგილზე. სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით აუცილებლად: საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ; დახველების ან დაცემინების შემდეგ; საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ" - ნათქვამია რეკომენდაციებში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.