ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა -- „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.
9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა.
„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.
იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.
სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები - ანუ “ევროპის გუნდი” - გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.
დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.
საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.
ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.
გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს.
გილოცავთ ევროპის დღეს!“,- განაცხადა ელჩმა.

სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს სცდება და მის მთავარ პარტნიორებზეც ვრცელდება. გასულ კვირებში, ევროკავშირმა საქართველოს, კრიზისის დასაძლევად, თითქმის 1.5 მილიარდი ლარზე მეტი გამოუყო. ეს თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და ეკონომიკის აღდგენას. ამ თანხის თითქმის 2/3 უსასყიდლო დახმარების ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - განსაკუთრებულად შეღავათიანი პირობებით გაცემული სესხია.
ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორად რჩება, საქართველოს ბიზნესს მიეცა წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, სქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის უპრეცედენტოდ ბევრი პროგრამა. მათი საშუალებით საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, ევროკავშირის დახმარებით 40,000-ზე მეტმა საწარმომ ისარგებლა.
მეტი ინფორმაციისთვის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე.
„გასულ წლებში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, 9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას სოციალურ და სამაუწყებლო მედიაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეუერთდეს ამ კამპანიას შემდეგი გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/EuropeanUnioninGeorgia.“- ნათქვამია ინფორამციაში

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარტია
15:02 / 27.04.2024
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის
წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს.
14:39 / 27.04.2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
შეერთებული შტატების სენატის
ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი
გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს
აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების
კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ
აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას
13:54 / 27.04.2024
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის
გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
14:26 / 25.04.2024
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ
პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და
მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს
და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
09:35 / 25.04.2024
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.