ხვალ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
26 - 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 24 - 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 - 25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.