საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
3 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 6
მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების
გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა,
ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან
რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით
იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.