საქართველოში თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.